მარტყოფის N2 საჯარო სკოლა
სოფელ მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა პროექტით „წმინდა ანტონ მარტყოფელი და მარტყოფში განათლების 250 წლიანი ეპოქა“, დაარსებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მარტყოფი უმდიდრესი კულტურისა და სახელოვანი ისტორიის მქონე სოფელია, ამ ისტორიის ნაწილია მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა. სოფელში განათლების ისტორია წმინდა ანტონ მარტყოფელის საგანმანათლებლო მოყვაწეობით დაიწყო. სკოლა წმ. ანტონ მარტყოფელის სავანიდან სოფელ მარტყოფში 1752 წელს გადმოვიდა.
ორსაუკუნენახევრის მანძილზე მარტყოფის მეორე საჯარო სკოლამ ბევრი საინტერესო ტრადიცია დაამკვიდრა. სკოლას დღეს 400-მდე მოსწავლე და 45 პედაგოგი ჰყავს, მოზარდები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ოლიმპიადებში, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და კონფერენციებში. სკოლის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალ შედეგებს აჩვენებენ და გრანტის მფლობელები ხდებიან.
პროფესიონალი პედაგოგები
სკოლაში დასაქმებულები არიან საუკეთესო პედაგოგები უდიდესი გამოცდილებითა და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატებით.
მდიდარი ბიბლიოთეკა
სკოლას აქვს მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, სადაც უამრავი იშვიათი და ნებისმიერი გემოვნების მკითხველისთვის საინტერესო წიგნია.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზით და სხვა უამრავი საჭირო ინვენტარით. სკოლაში ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი.
